დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აბდულა გიული საქართველოში ჩამოვიდა
ავტორი:
2014/მაისი/05 17:30:01
თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა.
თურქეთის პრეზიდენტს  აეროპორტში დახვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე,საქართველოში  თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. დღეს ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი გაიმართება, ხვალ კი აბდულა გიული მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ სამიტში სახელწოდებით "თბილისის სამიტი 2014". ამასთან, როგორც ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა,  ხვალ საქართველოს აზერბაიჯანის პირველი პირიც ესტუმრება და ისინი სამსხრივ სამიტს დაესწრებიან.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ საქართვლო-აზერბაიჯან-თურქეთს ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. ეს ურთიერთობა ძალიან ბევრ სფეროზე ვრცელდება, დაწყებული ორმხრივი ვაჭრობით, საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში ურთიერთობით დასრულებული. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით არის ბევრი პროექტი - ესაა "შაჰდენიზი 2", ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა", - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია