დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა
ავტორი:
2017/ნოემბერი/23 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski_6731d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464577-gia-volski-viziareb-mosazrebas-rom-kargi-iqneba-thuki-momavali-sakhalkho-damcveli-arasamthavrobo-organizaciebis-mier-shethavazebuli-kandidatebidan-sheircheva.html", "headline": "გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგ...", "datePublished": "2017-11-23 13:30:33", "dateModified": "2017-11-23 13:30:33", "description": "ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski_6731d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

“ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ კონსენსუსი, რაც ქართულ საზოგადოებას ასე მოენატრა. ხვალინდელი მსჯელობის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ შემოთავაზებული კანდიდატების გარშემო მსჯელობა იქნება. ყველა ამ კანდიდატს აქვს გარკვეული ღირსება. მთავარი ღირსება უნდა იყოს ნეიტრალიტეტი, პირუთვნელობა, პატიოსნება და კრიტიკული დამოკიდებულება ყველა პროცესისადმი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.

სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია