დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რასა იუკნევიჩენე - უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი იყოს ნატო-ში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ
ავტორი:
2014/ივნისი/02 11:00:03
ლიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატო-მ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით , - ამის შესახებ ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ნატო-ში ქვეყნის დელეგაციის წევრი რასა იუკნევიჩენე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განმარტებით, ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება და მისი მეხუთე მუხლი, რომ ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება, არ გავრცელდება.
"ჯერჯერობით საკითხი ასე დგას - ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროთ ან ოკუპაციას შეეგუოთ, მაგრამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატო-მ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით. მაპ-ის მოპოვებისას რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ - ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი - მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო გადის – დღევანდელი მოცემულობა, ავია ის თუ კარგი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს აქტუალური. ოკუპირებული ტერიტორიების აუღიარებლობა, რა თქმა უნდა, ტოპპრიორიტეტია, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატო-ს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ", - აცხადებს რასა იუკნევიჩენე.
ამასთან, ლიტვის თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მხოლოდ ნატო-ს წევრობა იძლევა ჰარდ-უსაფრთხოების (შეიარაღებული აგრესიისგან დაცვა) გარანტიას.
"MAP-ის მიღება-გაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის შემდეგაც ალიანსში გაწევრება მხოლოდ დროის საკითხია. ასე რომ, პასუხისმგებლობას ნატოც გრძნობს. ისევ ბუქარესტს გაგახსენებთ – MAP-ი ვერ მიიღეთ, მაგრამ აგრესია მაინც იყო და დარწმუნებული იყავით, თუ არაფერს ვიტყვით უელსში და შემდგომ სამიტებზე საქართველოს სამომავლო გაწევრების თაობაზე, სწორედ ეს იქნება ნამდვილი პროვოცირება რუსეთისთვის (იფიქროს, რომ ნატოს საქართველო აღარ აღელვებს)", - აღნიშნავს ის.

იხილეთ ბმული: MAPროვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე? (ექსკლუზივი)

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია