დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" - დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ მიიწვიეს
ავტორი:
2014/მაისი/30 14:00:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს და სინანულს გამოთქვამს, რომ დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე ოპოზიციის არც ერთი ლიდერი მიწვეული არ არის.
"ნაციონალური მოძრაობა" სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიციის ფორმირება სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თითოეულ პოლიციელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებთ წარმატებას და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. სინანულით გვინდა აღვნიშნოთ ამჟამინდელი ხელისუფლების ვიწრო პარტიული მიდგომით გამოწვეული გადაწყვეტილება - დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე არ მიიწვიოს ოპოზიციის არც ერთი ლიდერი. ეს ერთიორად დასანანია, რადგან შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან პრაქტიკულად შეზრდილი პოლიციის ნაცვლად თანამედროვე პოლიციის შექმნა სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ პოლიციელებს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია