დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - რომელიმე კანდიდატზე ზეწოლის შემთხვევაში, რეაგირება მკაცრი იქნება
ავტორი:
2014/მაისი/30 13:00:02
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ბათუმის იუსტიციის სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციები უწყებათშორის კომისიაში განიხილება.
თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა ფაქტების დადგენას აწარმოებს და კანდიდატზე ზეწოლის დადგენის შემთხვევაში, რეაგირება იქნება მკაცრი.
"თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, შემოდის უწყებათაშორის კომისიაში. ჩვენ გუშინ ჩავატარეთ გასვლითი სხდომა ხარაგაულში, სადაც ეს ინფორმაციები იქნა განხილული. ინფორმაციები გადაცემულია პროკურატურისთვის, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერჯერობით, ფაქტები დადგენის პროცესშია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ბათუმში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია