დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 14:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453265-archil-thalakvadze-evrokavshiri-saqarthvelos-asocirebis-komitetis-tsevrebs-shekhvda.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა", "datePublished": "2017-09-20 09:55:32", "dateModified": "2017-09-20 09:55:32", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/a429f34f07c8c6c80b7fb96c016dc9b5.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმა და წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

არჩილ თალაკვაძემ ევროპელ სტუმრებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესზე და ქვეყნის უზენაესი კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა და კონსტიტუციური პროექტით შემოთავაზებულ ახალ სამართლებრივ ნორმებსა და მიდგომებზე ისაუბრა.

„ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაცია გავაცანი. შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების პროცესებზე და დღის წესრიგში არსებული საკითხები განვიხილეთ და წინასაარჩევნო გარემოსა და საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია