დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - სიტყვა შევასრულეთ და ავღანეთში არასაბრძოლო მისიას გავაგრძელებთ
ავტორი:
2014/მაისი/29 12:30:02
ჩვენ სიტყვა შევასრულეთ და, ამერიკელებთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად, გავაგრძელებთ არასაბრძოლო მისიას ავღანეთში 2014 წლის შემდეგ , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ობამას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა გააგრძელებს უსაფრთხოების ძალების გაფართოებას ავღანეთში.
"თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებას, რომ ისინი გააგრძელებენ და უერთგულებენ საკუთარ პოლიტიკას 2014 წლის შემდეგ მხარი დაუჭირონ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების განვითარებას. ჩვენ, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორი და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი, ჩვენს სიტყვას შევასრულებთ და ამერიკელთა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ არასაბრძოლო მისიას ავღანეთში 2014 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1324
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია