დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და ბიზანტიის იმპერიამ დავინახეთ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების მომავალი
ავტორი:
2018/თებერვალი/09 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvilivuci.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477340-giorgi-margvelashvili-saqarthvelos-evropuli-archevani-gakethda-mashin-rodesac-chven-da-bizantiis-imperiam-davinakheth-chveni-qveynebis-da-regionis-ganvitharebis-momavali.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და ბიზანტიის იმპერი...", "datePublished": "2018-02-09 04:20:20", "dateModified": "2018-02-09 04:20:20", "description": "საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ, ეს არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და ბიზანტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvilivuci.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ, ეს არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და ბიზანტიის იმპერიამ დავინახეთ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერ ნიკოს ვუცისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ქართულმა მხარემ პარლამენტის სპიკერს და დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და ბერძნული მხარისგან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში სრული მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ოკუპაცია, ეს საერთო ევროპული პრობლემაა, რომელსაც ერთიანი მიდგომა სჭირდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც 15 საუკუნის წინ ჩამოვაყალიბეთ როგორც სახელმწიფოებმა. საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ. ეს არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და საბერძნეთმა, ბიზანტიის იმპერიამ დავინახეთ მომავალი ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების. მადლობა მინდა გითხრათ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვხედავთ ბერძნული მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საპატიო ყარაულმა, სასულე ორკესტრმა შეასრულა ორი ქვეყნის ჰიმნები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია