დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში მისვლას არ აპირებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 14:00:02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში მისვლას არ აპირებს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა , თბილისის საკრებულოს უფლება არ აქვს მინისტრი დაიბაროს.
"თბილისის საკრებულოს უფლება აქვს დაიბაროს მინისტრი? ამის უფლება, მგონი რომ არ აქვთ. თუ მათგან კონკრეტული მოთხოვნები იქნება, ასეთ შემთხვევაში პასუხს გავცემთ, მაგრამ საკრებულომ დამიბაროს და მივიდე იქ, ასე არ გამოვა. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. იქნებ სჯობდეს თვითონ საკრებულოს წევრები მოვიდნენ აქ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულომ დღეს დავით ნარმანია დაიბარა თბილისში ვეფხი და მოყმეს ძეგლთან დაგეგმილი ხიდის მშენებლობის შეჩერების გამო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1239
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია