დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ დანელია OIE-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/28 11:30:08
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს, დოქტორ ბერნარ ვალას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხები და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს ვეტერინარული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ეპიზოოტიური სიტუაციის გაუმჯობესებას.
"ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა თურქულის, ჯილეხის, ცოფის დაავადებებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ცხოველთა რამდენიმე მასშტაბური ვაქცინაცია. პირველი შედეგები სახეზეა. მკვეთრად არის შემცირებული ცხოველთა დაავადებები და აქედან გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, გატარებული ღონისძიებები უფრო მეტ აქტუალობას იძენს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში, როდესაც საქართველოს ეძლევა შანსი თავისი პროდუქცია გაიტანოს ევროპის ბაზარზე.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ბერნარდ ვალამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ურთიერთობის გააქტიურება. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ოთარ დანელიამ და ბერნარ ვალამ უახლოეს მომავალში, საქართველოში OIE-ს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია