დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - პროკურატურის ხელმძღვანელებმა დამოკიდებულება უნდა შეიცვალონ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 11:00:03
პროკურატურამ უნდა მოახერხოს და დაიმსახუროს საზოგადოების მაქსიმალური ნდობა და ავტორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც პროკურატურა სამომავლო გეგმების და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციას მართავს.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, ამისთვის ახალი ხელისუფლება უკვე ერთი წელია, მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.
"კანონიერება და სამართლიანობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედი და პროკურატურას ამ პროცესში საკვანძო როლი უჭირავს. შესაბამისად, მან უნდა მოახერხოს საკუთარი ავტორიტეტისა და სანდოობის ამაღლება, დაიმსახუროს საზოგადოების მაქსიმალური ნდობა. ამ მიმართულებით, ჩვენ კარგი რეფორმები განვახორციელეთ და პროკურატურა დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. კარგად ვიცით, როგორი მძიმე წარსული დაგვხვდა. გასაგებია, რომ დღეს მკაცრი მოთხოვნებია პროკურატურის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს თანამშრომლების შეცვლა, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ პროკურატურის ხელმძღვანელებმა დამოკიდებულება შეიცვალონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პროკურატურამ საიმედოობის იმიჯი დაიმკვიდროს.
"მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ხელისუფლების მხრიდან პროკურატურის მიმართ დამოკიდებულება იქნება პრინციპული, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ ხალხს",- აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია