დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე - გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა და პარლამენტი შეხმატკბილებულად მოქმედებენ
ავტორი:
2014/მაისი/27 12:00:02
გარწმუნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა და პარლამენტი ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცეს.
როგოც დეპუტატი აცხადებს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას.
"გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა, პარლამენტი ძალიან შეხმატკბილებულად, კოორდინირებულად მოქმედებენ და იმოქმედებენ ამ შეთანხმების მომავალში ხორცშესხმის თვალსაზრისით", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, დანარჩენი არის ზედმეტად აჟიტირებული თემა და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციურადაც სწორია, როდესაც ასეთ პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს ხელშეკრულებას.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იჩქარა პრემიერმა, როდესაც პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების გადაცემამდე გააკეთა განცხადება, რომ თავად მოაწერდა ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ "ასე არ ფიქრობს".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია