დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფრანსუა ოლანდი საქართველოში ვიზიტის ბოლოს ფრანგული საცხობების ქსელ "ანტრეს" ესტუმრა
ავტორი:
2014/მაისი/14 00:00:10
ფოტო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოში ვიზიტის ბოლოს ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ფრანგული საცხობების ქსელ "ანტრეს" სტუმრობდა. ეს ოფიციალური სტუმრის ერთადერთი არასამუშაო აქტივობა იყო.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის გარემოცვაში ფრანსუა ოლანდმა "ანტრეს" კრუასანი და ესპრესო დააგემოვნა. სტუმარს საცხობების ქსელის ქართველმა და ფრანგმა დამფუძნებლებმა - ჟან მიშელ ჩარლზმა და ევგენი ფიჩხაიამ უმასპინძლეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი მასპინძლებს გაესაუბრა და უახლოეს თვეებში წარმატებული ქართულ-ფრანგული პროექტის აზერბაიჯანში გატანის გეგმა მოისმინა. ფრანსუა ოლანდმა "ანტრეში" დაახლოებით ნახევარი საათი გაატარა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია