დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრმა საზეიმო მიღება გამართა
ავტორი:
2014/მაისი/26 23:30:02
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღება გამართა.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა ეროვნული დღესასწაული საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. პრემიერის თქმით, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის, რადგან სამშობლოს დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა, რაზეც იდგა ქართველი ერი.
"დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ვხვდებით. სულ მალე ჩვენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპასთან დაახლოების გზაზე - ზუსტად ერთ თვეში ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. მე მჯერა, რომ საქართველო, როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთოევროპულ ოჯახში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, მათ მეთაურებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია