დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე შემომწირველებს მადლობას უხდის
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 13:30:02
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი შემომწირველებს მადლობას უხდის. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა , მან წარადგინა დეკლარაცია აბსოლუტურად სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად; ყველას შეუძლია ნახოს როგორც ხარჯები, ასევე შემოწირულობებიც და დასამალი არაფერია.
"ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულობებზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა, იმდენ შავ ფულს ატრიალებდა ყოველთვის და ატრიალებს ახლა. არ ვილაპარაკებ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. რაც შეეხება ვინ არის ჩვენი შემომწირველი, თქვენ ჯერ შეგიძლიათ ოფიციალურად ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნახოთ, რამდენიმე ასეული ადამიანია და თითოეულ მათგანს, იმის მიუხედავად შემოიტანა 50 000 თუ 50 ლარი, მე ყველა მათგანს დახმარებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია