დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხვალ კონფერენცია "ქართული დიასპორის დღეები 2014" გაიხსნება
ავტორი:
2014/მაისი/26 20:30:02
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ხვალ კონფერენცია "ქართული დიასპორის დღეები 2014" გაიხსნება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეგიდით, ქართული დიასპორის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს 27, 28 და 29 მაისს გაიმართება. ხვალინდელ კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონფერენციაზე წარადგენს დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტს. ამასთანავე, მოეწყობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორი ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია: თანამემამულეთა გლობალური ქსელი (WWW.TANAMEMAMULE.GE) და ონლაინ სკოლა. კონფერენციაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო, ასევე, მედიის წარმომადგენლები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები.
ხვალვე, "ქარვასლის" მუზეუმის დარბაზში გაიხსნება გამოფენა - "ჩვენ აქ ვართ". გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ისე საქართველოში მოღვაწე მხატვრები: ნინო ქარუმიძე (იაპონია), ლია სადაღაშვილი (აშშ), ნინო ქუთათელაძე (ეთიოპია), კობა ქარუმიძე (დიდი ბრიტანეთი), ქეთი ბათიაშვილი (საქართველო), სოფიკო კუპრაშვილი (საქართველო), სანდრო ანთაძე (საქართველო).
ხვალვე, რუსთაველის თეატრში დაგეგმილია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძის პრესკონფერენცია, რის შემდეგაც რუსთაველის თეატრში, გაიმართება გალა-კონცერტი უცხოეთში მოღვაწე ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეების მონაწილეობით, რომელთა შორის არიან ილია ცინაძე (აშშ), ზაზა ზაალიშვილი (კანადა), თეონა კოროშინაძე (აშშ), ოთო ნემსაძე (უკრაინა, საქართველო), ბესიკ შპეტიშვილი (გერმანია), ეთერ ბერიაშილი (რუსეთის ფედერაცია).
კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ზაზა მარჯანიშვილი და მისი ბენდი. გალა-კონცერტს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
ქართული დიასპორის დღეები 29 მაისს დასრულდება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია