დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა სისხლში გვაქვს
ავტორი:
2014/მაისი/26 16:00:02
სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისუფლების მოედანზე , 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალასანიამ ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. "დღეიდან თქვენი ცხოვრება თვისობრივად იცვლება. დღეიდან თქვენ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ.
მე მინდა განსაკუთრებულად სწორედ დღევანდელი დღე მივულოცო მათ ვინც ფიცი დადეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, დღეიდან თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი, ეს არის დევიზი, რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდში დევს. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, 96 წლის წინ აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეს დღე არის სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.
"მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურესთვის ეს არის პირადი ზეიმი. იმიტომ, რომ სწორედ თქვენ დგეხართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, რომ იყოს დაცული თქვენი თავადადების, თქვენი სულიერი სიმტკიცის და თქვენი გამბედაობის უშუალო საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ და მტკიცე ოჯახში - საქართველოს შეიერაღებულ ძალებში. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და ჩვენი საქართველოს მფარველი", - მიმართა ალასანიამ წვევამდელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია