დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს გურიაში იმყოფებოდა 
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 23:00:15
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს გურიაში იმყოფებოდა. გიორგი თარგამაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ჩავიდა, სადაც ჩაის საწარმო დაათვალიერა და პერსონალს გაესაუბრა. მისი თქმით სწორედ ასეთი მცირე და საშუალო საწარმოების დასაქმება და განვითარება არის საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტი. პრეზიდენტობის კანდიდატი მოგვიანებით ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მოსახლეობასაც შეხვდა, საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. „გურიაში უზარმაზარი რესურსია ჩვენი ისეთი ტრადიციული დარგების განვითარებისთვის, როგორებიცაა მეჩაიეობა, მეხილეობა, მეციტრუსეობა. სამწუხაროდ ხელისუფლება, როგორც ძველი, ისევე ახალი, უდიდეს შეცდომას უშვებს, რომელიც დანაშაულის ტოლფასია, როდესაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონს ეხმარება კომპენსაციებით, მაშინ როდესაც ანალოგიურად მძიმე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში, სრულიად უყურადღებოდ არიან დარჩენილები“–განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია