დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე საქართველოს საპატიო კონსულებს ხვდება
ავტორი:
2014/მაისი/26 13:00:01
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და სამინისტროს ხელმძღვანელობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს საპატიო კონსულებს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება საპატიო კონსულების ინსტიტუტს, მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, სამომავლო საქმიანობის საკითხებს. საპატიო კონსულებს ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების, საგარეო პოლტიკური სტრატეგიის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე.
როგორც შეხვედრის წინ, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატიო კონსულებთან შეხვედრას ტრადიციული სახე მიეცემა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა აქვს. ეს არის საქართველოს საპატიო კონსულების შეკრება. გვინდა, რომ ეს გახდეს ტრადიციული და წელიწადში ერთხელ გაიმართოს. საქართველოს ჰყავს 21 საპატიო კონსული, მათგან საქართველოში ჩამოსულია 13 საპატიო კონსული. ისინი ერთად პირველად იკრიბებიან. საუბარი გვექნება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ თემებზე, საპატიო კონსულის ფუნქციებზე, გვექნება პრეზენტაცია საქართველოს, როგორც საინვესტიციო ადგილის შესახებ", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.
საპატიო კონსულები მონაწილეობას მიიღებენ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია