დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხობში მერობის კანდიდატი წარადგინა
ავტორი:
2017/აგვისტო/17 13:00:02
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენებს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერები ქალაქ ხობში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს ხობის მერობის კანდიდატი ანტონ ადამია და მუნიციპალიტეტის 23 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს.
მათი ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ნიკა მელიას განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. მან მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის განხორციელებასაც პარტია თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია