დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინის სასაზღვრო სამსახური რუსეთის ჯარების საზღვრისპირა ზოლიდან გასვლას ოფიციალურად ადასტურებს
ავტორი:
2014/მაისი/25 20:00:02
უკრაინის საზღვრიდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყო, მაგრამ საველე სამხედრო ქალაქები კვლავ ნარჩუნდება. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორმა ვიქტორ მიშაკოვსკიმ განაცხადა.
"სახელმწიფო საზღვრის სამსახური უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გასვლას ადასტურებს", – განაცხადა მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მისივე ინფორმაციით, სასაზღვრო ავიაციის დაზვერვის მონაცემებით, საზღვრისპირა ზონაში ჯერ კიდევ დარჩენილია საბაზო საველე სამხედრო ქალაქები და მართვის პუნქტები.
რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით მიშაკოვსკიმ განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის 200 მოქალაქე დააკავეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია