დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება
ავტორი:
2018/ივნისი/19 08:30:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499172-dghes-ministrobis-kandidatebis-mosmena-daitsyeba.html", "headline": "დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება", "datePublished": "2018-06-19 04:44:46", "dateModified": "2018-06-19 04:44:46", "description": "პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მიმართულებებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან დაიწყება.

კერძოდ, 10:00 საათზე, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენენ. ასევე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე კი, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენას დაეთმობა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა 11:00 საათზეც გაგრძელდება, რომელზეც მინისტრობის კანდიდატები ორ ბლოკად იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ექვს კანდიდატს მოუსმენენ. ხოლო საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენას დაეთმობა.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ნაწილს, 12:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო უმრავლეობის სხდომით დაიწყება, 13:30 საათზე - “საქართველოს პატრიოტები“, 14:30 საათზე - ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“. მოსმენა 15:30 საათზე - საპარლამენტო უმცირესობის სხდომით დასრულდება.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია