დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, თუმცა მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით
ავტორი:
2017/დეკემბერი/15 17:30:02
../photo/2015_02/0-1APRILI-2015/kobaxidze_18942.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468816-irakli-kobakhidze-chven-davamtkiceth-dzalian-gamarthuli-da-dzalian-stsori-konstitucia-thavisi-bonusebith-thumca-meti-konsensusis-miznith-kompromisisken-tsavedith.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, ...", "datePublished": "2017-12-15 13:36:26", "dateModified": "2017-12-15 13:36:26", "description": "იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1APRILI-2015/kobaxidze_18942.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ არის და მხარს არ უჭერს სწორედ იმ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში მათი მოთხოვნის საფუძველზე შედის. კობახიძის თქმით, ეს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.
“ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა და რომელიც არის უკვე ამოქმედებული, სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული, მეტი კომპრომისისთვის და მეტი კონსენსუსისთვის გაგვეზიარებინა. ეს ეხებოდა “ბონუსის“ სისტემას, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტს და იყო ორი დამატებითი ტექნიკური საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია