დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქვემო ქართლის გუბერნატორი რუსთავის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყეტილებას პოლიტიკურად მართულს უწოდებს
ავტორი:
2014/მაისი/24 17:00:02
ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი რუსთავის საკრებულოს მიერ 22 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურად მართულს" უწოდებს. დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა განცხადება გაავრცელა. როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულ ტაქსების მძღოლებთან მოლაპარაკებების წარმართვა და აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარება უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული დავალება იყო.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მედიატორობითა და უშუალო ჩართულობით გამარჯვებულ კომპანიასა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა რუსთავის საკრებულოს უკანასკნელი გადაწყვეტილებით მოლაპარაკებების შედეგი ფაქტობრივად ანულირებულ იქნა.
"ჩვენ არაერთხელ მივანიშნებდით იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკურად მართული პროცესი, რასაც 22 მაისის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით ფარდა აეხადა.
ჩვენ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან, მივაღწიეთ შეთანხმებასაც, რაც საბოლოოდ რუსთავის საკრებულომ ჩაშალა. განვითარებული მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პროცესის უკან თავიდანვე იდგა "ნაციონალური მოძრაობა", რომელთა ინტერესებშიც არ შედის მძღოლების პრობლემის მოგვარება და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამის დასტურია. რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პრობლემა მოეგვარებინა. ვითარებაში გასარკვევად რუსთავში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩამოსული. მან გასცა დავალება, რომ პრობლემა უმოკლეს ვადებში მოგვარებულიყო. ჩვენ პრობლემა მძღოლებთან შეთანხმების მიღწევით რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გადავჭერით, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული საკრებულოს მიერ შეთანხმების ჩაშლით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს საკითხი მათთვის მხოლოდ პოლიტიკურ სპექტაკლია", - აღნიშნა მღებრიშვილმა.
გუბერნატორის განმარტებით, მძღოლების თემა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროვოცირებული საქმეა.
"ეს ის შემთხვევაა, როცა გარკვეული ძალები პოლიტიკური ქულებს ადამიანების გაჭირვების ხარჯზე იწერენ, მოცემული დადგენილების გაუქმებით მძღოლების ინტერსებს სერიოზული დარტყმა მიადგა, " – განმარტა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია