დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პიტერ სიიარტო - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 18:00:08
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი გაფართოების პროცესს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ განცხადება პიტერ სიიარტომ ლუქსემბურგში ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის გამართული არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უნგრეთი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ჩვენ ეს პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ჩვენი საერთო პოზიცია არის ის, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი გაფართოების პროცესს. შეგიძლიათ ამ საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", - განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ინფორმაციით, უნგრეთმა დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი, რომელიც უნგრეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში დასრულდება. ასევე უნგრული მხარის მიერ ამოქმედდა სტიპენდიების პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლებელი იქნება 50 ქართველი სტუდენტის ჩარიცხვა.
"ვფიქრობთ, რომ ხანგრძლივი და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა ადამიანებს შორის კონტაქტზე უნდა იყოს დაფუძნებული", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია