დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტის მრჩევლები რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ავტორი:
2014/მაისი/23 15:30:02
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ივანე მაჭავარიანი და სოფიო შამანიდი დღეს რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან 20-მდე მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე განმარტებით, სოფიო შამანიდიმ და ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი ხელმოწერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ამ საკითხების თაობაზე მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
"შეხვედრის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირება. მედიასაშუალებების წარმომადგენლები სპეციალურ სიუჟეტებს ან საინფორმაციო მასალებს მოამზადებენ, რომლებიც რეგიონალური მედიასაშუალებებით გავრცელდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჟურნალისტები, რომლებმაც შეხვედრა პრეზიდენტის მრჩევლებთან გამართეს, ასევე შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას. შეხვედრების დროს ისაუბრებენ ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე შეფასებით, პროექტის მიზანია, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოსთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ქვეყნის ევროინტეგრაცია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია