დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ვირუსული მენინგიტის გავრცელებაში წყლისა და საკვების ფაქტორი არ იკვეთება
ავტორი:
2014/მაისი/22 15:30:03
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ვირუსული მენინგიტის გავრცელებაში რაიმე გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორის გავლენა არ იკვეთება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ამით მინისტრი კითხვას გამოეხმაურა შეიძლება თუ არა დაავადების გავრცელების მიზეზი გამხდარიყო სასმელი წყლის დაბინძურება, ან საკვებით ინტოქსიკაცია.
"ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ეს არ არის გარემო ფაქტორით გამოწვეული, არამედ, ეს არის ამ ვირუსის ციკლურობის დამახასიათებელი თვისება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ვირუსის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიას, ან ხომ არ არის მისი გავრცელების საფრთხე მეზობელ სახელმწიფოებში, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ ტიპის დაავადებას არ ახასიათებს პანდემია, ანუ არ აქვს სხვა ქვეყნებში გავრცელების თვისება.
"ამის რისკები არ არსებობს. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, დაავადების წარმოშობას მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლუგარის ლაბორატორია დაგვეხმარა, რომ სწორი და სწრაფი დიაგნოსტიკა გაგვეკეთებინა ამ დაავადების გამომწვევის", - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის აღრიცხულია ვირუსული მენინგიტის 161 შემთხვევა. როგორც სერგეენკომ განაცხადა, ჩვეულებრივ წელიწადში ფიქსირდება ამ დაავადების 150 შემთხვევა, თუმცა 4 წელიწადში ეს დაავადება ორმაგდება მისი ციკლკურობისგან გამომდინარე.
"ჯერჯერობით, მატების გრაფიკი მიდის წინა წლების ანალოგიურად. საუბარია 2006 და 2010 წლებზე. ყველა შემთხვევა, საბედნიეროდ, არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, მძიმე შემთხვევა ჯერ არც ერთი არ დარეგისტრირებულა.
რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებში მიმდინარე სანიტარულ დამუშავებას, ეს თავიდანაც მიმდინარეობდა. ამ დღეებში, დღეიდან მოყოლებული ბევრად უფრო ინტენსიური გახდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, სრულყოფილი მონიტორინგი ტარდება და ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რითაც მაქსიმალურად იქნება დაცული მოსახლეობა. ახლაც ვადასტურებ, რომ პანიკის საფუძველი არ არის. ეს არ არის ეპიდემიოლოგიური აფეთქება, რომელიც მოითხოვს კარანტინს, ან რაიმე მკაცრ სანიტარულ ღონისძიებებს", - განაცხადა სერგეენკომ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია