დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გასული ორ კვირაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფულადი შემოწირულების სახით 140 ათასი ლარი მიიღო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 09:30:03
გასული ორი კვირის განმავლობაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფულადი შემოწირულების სახით 140 ათასი ლარი მიიღო. შემომწირველების უმეტესობა თავად პარტიის წევრი დეპუტატები არიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, ესაა პირველი შემოწირულება, რომელიც პარტიამ გასული ერთი წლის განმავლობაში მიიღო.
"2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე არც ერთი შემოწირულება არ შემოსულა. მას შუალედური არჩევნებისთვის მიღებული ჰქონდა მხოლოდ არაფულადი შემოწირულება ოფისის სახით. 11 ოქტომბერს კი, "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე დაირიცხა 140 ათასი ლარი – ესაა შედარებით მცირე შემოწირულებები, გადანაწილებული 28 ადამიანზე", - აღნიშნა აზნაურაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველები არიან გიორგი ოჩიაური (10 ათასი ლარი), ჯუმბერ ბეჟაშვილი (3 ათასი ლარი), ზურაბ ჩილინგარაშვული (5 ათასი ლარი), გიორგი გოდაბრელიძე (2 ათასი ლარი), ზაზა კედელაშვილი (10 ათასი ლარი), დავით დარჩიაშვილი (10 ათასი ლარი), სერგო რატიანი (7 ათასი ლარი), შოთა მალაშხია (10 ათასი ლარი), შორენა გარდაფხაძე (3 ათასი ლარი), დავით ჯინჯოლავა (500 ლარი), ირაკლი ქავთარაძე (5 ათასი ლარი), ქეთევან მჭედლიძე (5 ათასი ლარი), ირაკლი ნადირაძე (9 ათასი ლარი), გიორგი ბარამიძე (15 ათასი ლარი), ირმა ნებიერიძე (1 500 ლარი), გიორგი ხელაშვილი (2 ათასი ლარი), ვალერი ადაიანი (2 ათასი ლარი), თორნიკე ხეთაგურაშვილი (2 ათასი ლარი), თევდორე დორეული (2 ათასი ლარი), გიორგი ძიძიგური (5 ათასი ლარი), ელენე ჯავახაძე (4 ათასი ლარი), ლიანა ქვარცხავა (2 ათასი ლარი), ლევან ბეჟაშვილი (4 ათასი ლარი), ნინო ქიშმარეიშვილი (7 ათასი ლარი), გიორგი ღვინიაშვილი (10 ათასი ლარი), ასევე ორჯერ განახორციელა შემოწირულობა ჩიორა თაქთაქიშვილმა (ჯამში 3 ათასი ლარი).


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია