დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/19 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/hoegierik.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469466-saqarthveloshi-evrokavshiris-sadamkvirveblo-misias-erik-hoegi-ukhelmdzghvanelebs.html", "headline": "საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს ", "datePublished": "2017-12-19 17:51:54", "dateModified": "2017-12-19 17:51:54", "description": "საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/hoegierik.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისიდან აცნობეს.
აქამდე ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ერიკ ჰოეგი 16 წლის განმავლობაში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა დანიის საელჩოებში ტალინში, მოსკოვში და გაერო-ში დანიის მუდმივ წარმომადგენლობაში.

„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვანი ელემენტია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილური სიტუაციის უზრუნველყოფისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა განვაგრძო მისიის მიერ აქამდე განხორციელებული შესანიშნავი სამუშაო“, - განაცხადა ერიკ ჰოეგმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია