დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გივი ღამბაშიძე - ინგუშეთში თამარ მეფის საფლავის შესაძლო აღმოჩენა მხოლოდ სენსაციური ვერსიაა
ავტორი:
2014/მაისი/22 10:00:02
არქეოლოგისა და პროფესორის, გივი ღამბაშიძის განცხადებით, ინგუშეთში თამარ მეფის საფლავის შესაძლო აღმოჩენა არის მხოლოდ და მხოლოდ სენსაციური ვერსია.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გივი ღამბაშიძემ განაცხადა, მისი აზრით, რასაც უმალატ გარდიევი ამბობს, უფრო სენსაციური ელემენტის შემცველია.
"რასაც ეს ახალგაზრდა არქეოლოგი უმალატ გადიევი ამბობს, ჩემი აზრით უფრო სენსაციური ელემენტის შემცველია. თამარ მეფესთან დაკავშირებული არის უამრავი ტოპონიმი. მისი განსასვენებლი ჩვენ ვიცით, რომ არის სამეფო განსასვენებელში, გელათში და არის ვერსია, რომ შემდეგ მისი ნეშთი გადაასვენეს წმინდა იერუსალიმში და სულაც შესაძლებელია ჯვრის მონასტერიც მოიაზრებოდეს ან უფლის საფლავის ტაძარი", - განაცხადა გივი ღამბაშიძემ.
მისი თქმით, აქვს საშუალება დაუკავშირდეს უმალატ გარდიევს და უფრო დაწვრილებით გამოკითხოს იგი. "დაველოდოთ შემდგომ უფრო პროფესიულ ინფორმაციებს. მე მაქვს საშუალება, რომ დავუკავშირდე უმალატ გარდიევს და უფრო დაწვრილებით გამოვკითხო, მაგრამ ძალიან სენსაციური, არააკადემიური ინფორმაციაა ფაქტობრივად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სენსაციური ვერსია. ეს არის ზოგადო ფონი საქართველო-იმიერკავკასიის ხალხთა ისტორიული ურთიერთობებისა და უამრავ ძეგლზე ამბობენ, რომ თამარის სახელთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა გივი ღაბმბაშიძემ.
ინგუშეთში ავტოსაგზაო ბრიგადის მუშებმა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაა დამალული ან თამარ მეფის სავარაუდო საფლავია. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ უმალატ გადიევმა განუცხადა.
"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც გაგვაჩნია, გზის მშენებლობისას, იქ, სადაც საერთაშროსიო ტურნირი "მთებში შერკინება" უნდა გამართულიყო, მეწყერი ჩამოწვა. გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული. მსგავსი გამოქვაბულები ინგუშეთში ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. ისინი IX-XIV საუკუნეებით თარიღდება", – აღნიშნა გადიევმა.
მისი თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა.
ამასთან, ადგილი უკვე მოინახულა ინგუშეთის პირველმა პირმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რომელმაც გასცა განკარგულება ადგილის დაცვის შესახებ, რათა არ მოხდეს გამოქვაბულში უცხო პირების შეღწევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია