დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იან კელი - მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს
ავტორი:
2018/თებერვალი/22 18:00:01
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/ian-keli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479714-ian-keli-mmarthveli-partiis-dominanturi-pozicia-mthavrobis-yvela-doneze-qmnis-arathanabar-demokratiul-samoqmedo-areals.html", "headline": "იან კელი - მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ...", "datePublished": "2018-02-22 13:57:02", "dateModified": "2018-02-22 13:57:02", "description": "მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/ian-keli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების /OSCE/ODIHR/ შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩევლთა დაშინების შემთხვევების ზრდა.

"2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო. პირველ რიგში, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით",- განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, მეორე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას, როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტისა, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და მისთვის აპრიორი კანონის სულისკვეთება და კანონის სიტყვაა.

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე, სადაც ყველა პარტიას აქვს კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები. კვალიფიციური პარტიებისათვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისათვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე. მოქალაქეები საკუთარ ნება-სურვილს თავისუფლად გამოხატავენ საარჩევნო ურნებთან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი თავისუფალნი არიან ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინებისაგან. პრინციპი ერთი ადამიანი/ერთი ხმა ფუნდამენტურია დემოკრატიის განვითარებისათვის",- განაცხადა ელჩმა.
იან კელის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აფიქრებს, არის ძლიერი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობა და ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია