დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფინანსთა სამინისტრო სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას კვლავ ადასტურებს
ავტორი:
2014/მაისი/20 21:30:02
ფინანსთა სამინისტრო სახალხო დამცველთან და მის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას კვლავ ადასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მედიასაშუალებებით გავრცელდა სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა 2008-2013 წლების პერიოდს. კვლევაში საუბარი იყო სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ტენდენციაზე. უწყებებს შორის, რომლებმაც აღნიშნული 5 წლის განმავლობაში არ შეასრულეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები, დასახელებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში კოალიცია "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში სახალხო დამცველის ორი რეკომენდაცია შემოვიდა. პირველი ეხებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინკასო დავალებების საფუძველზე საპენსიო ანგარიშების სრულად დაყადაღებასთან დაკავშირებულ საკითხს და აღნიშნული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას. აღნიშნული რეკომენდაციის შემოსვლამდე დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი კატეგორიის მოსახლეობის, მათ შორის, პენსიონერების ინტერესების დასაცავად, ახალმა ხელისუფლებამ და კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს შეცვალა დისკრიმინაციული ნორმა, რომელიც ხშირად აუცილებელი საარსებო სახსრების გარეშე ტოვებდა ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე იძულებითი ღონისძიებები არ ვრცელდება დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი) ოდენობის თანხაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის #994 ბრძანებით ცალსახად განისაზღვრა, რომ ყადაღა და საინკასო დავალება არ ვრცელდება მოქალაქეთა საპენსიო ანგარიშებზე.
მეორე რეკომენდაცია ფინანსთა სამინისტროში შემოვიდა 2013 წლის 2 აპრილს და იგი ეხებოდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (საწარმოთა) საკუთრებას, მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვასთან დაკაშვირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას. რეკომენდაციის შემოსვლისთანავე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად დაიწყო მუშაობა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად. ამ დროისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ უკვე ინიცირებულია საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლლებების შეტანის შესახებ კანონპროექტი", - ნათქვამია განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია