დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვეტოში საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებული მხოლოდ ორი საკითხი არ იქნება წარმოდგენილი, ის დაიძლევა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/talakvadze_0852a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456374-archil-thalakvadzis-ganckhadebith-thu-vetoshi-saparlamento-umravlesobis-shethavazebuli-mkholod-ori-sakithkhi-ar-iqneba-tsarmodgenili-is-daidzleva.html", "headline": " არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვეტოში საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებული მხოლოდ ორი საკითხი ა...", "datePublished": "2017-10-08 05:57:45", "dateModified": "2017-10-08 05:57:45", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვეტოში საპარლამენტო უმრავლესობის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/talakvadze_0852a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვეტოში საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებული მხოლოდ ორი საკითხი - ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნება არ იქნება წარმოდგენილი, ვეტო დაიძლევა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

”თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი არ იქნება წარმოდგენილი, ვეტო დაიძლევა”,- აღნიშნა თალაკვაძემ.

მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიულოცო ის წარმატება, რომელიც მისი თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვენეციის კომისიამ.

"საბოლოო დასკვნაში საუბარია, რომ კონსტიტუცია პროგრესულია და ის უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მიხარია, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით, რომელმაც საერთაშორისო აღიარებაც უკვე ჰპოვა", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ თითოეულ მოქალაქეს ეს კონსტიტუცია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.
"რაც შეეხება ორ პირობას, რომელიც ჩვენ ავიღეთ ვენეციის კომისიასთან და რომელსაც ეთანხმება ასევე საქართველოს პრეზიდენტიც, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ოპოზიციური პარტიების დათანხმება მხოლოდ ამ ორ ცვლილებასთან დაკავშირებით, ამიტომ აუცილებლად შევასრულებთ ვენეციის კომისიასთან აღებულ პირობას და ახალი საკონონმდებლო ინიციატივით განვახორციელებთ მას უკვე მომდევნო სესიების განმავლობაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისად, თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი არ იქნება წარმოდგენილი, ვეტო დაიძლევა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია