დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის დასახელებას მიესალმება
ავტორი:
2014/მაისი/20 20:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის დასახელებას მიესალმება.
ორგანიზაციას ასევე მიაჩნია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის ვიზიტები ცალსახად საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერას ნიშნავს.
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის საქართველოში ვიზიტი იმ მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის მხრიდან აქვს. ასევე ეს არის დადასტურება იმისა, თუ რამდენად სერიოზულია განვითარების პროცესი და ის მიღწევები, რომელიც ქვეყანაში ფიქსირდება. ვიზიტი უკავშირდებოდა ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც მიმდინარე 27 ივნისს უნდა მოეწეროს ხელი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, შეთანხმება პოლიტიკური პრინციპების დაცვას გულისხმობს, კერძოდ იმას, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. შეთანხმების საფუძველზე, ერთის მხრივ, უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელი გაიზრდება, მეორეს მხრივ კი, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ადგილობრივი პროდუქცია გაიტანოს ევროპის მრავალმილიონიან ბაზარზე", - აცხადებს "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" და მიესალმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის დასახელებას, რაც "ცალსახად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია