დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 18:30:03
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხვალ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" "რედისონ ბლუ ივერიაში" წარადგენს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. სამოქმედო გეგმა იმ მოთხოვნებს შეიცავს, რომლებიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება გახდეს შესაძლებელი. სამოქმედო გეგმა ოთხი ბლოკისაგან შედგება და შუალედურ ანგარიშში მოცემულია ქართული მხარის მიერ სამოქმედო გეგმის პირველი ორი ბლოკის შესრულების მონიტორინგის შედეგები 2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით.
ანგარიში მომზადდა ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოსა" და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია