დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შვეიცარიის საელჩომ გურიაში მცირე გრანტები გასცა
ავტორი:
2014/მაისი/20 12:00:02
შვეიცარიის საელჩომ "გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრს" და "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიას" მცირე გრანტები გადასცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში შვეიცარიის საელჩოდან აცნობეს, შვეიცარიის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ ფლორიან გუბლერმა გურიაში სტუმრობისას ორივე პროექტი მოინახულა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართულ-შვეიცარულ სააქციო საზოგადოებას "ჯანმრთელი წყალი" ეწვია.
შვეიცარია საქართველოში მდგრადი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობას მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით აგრძელებს. 15 მაისს წყალტუბოში გაიმართა პროექტის "წყალტუბოს გასტრონომიული სკოლა" საბოლოო პრეზენტაცია, რომელიც შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის "კულინარია საზღვრებს გარეშე" ინიციატივით და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია" ხელშეწყობით განხორციელდა. 30-მა სტუდენტმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში, მიიღეს 15-კვირიანი კულინარიული კურსის დასრულების დიპლომები.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი" განახორციელა რამდენიმე ღონისძიება მიმართული მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებისაკენ. 15 მაისს შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებისა და იქ მყოფი საზოგადოებისათვის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო.
წყალტუბოსა და ოზურგეთში სალჩოს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები მუნიციპალიტეტების მოქმედ მერებთან და ისაუბრეს მათ დაქვემდებარებულ რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციებთან დაკავშირებით. საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ ნაბეღლავის ქარხანას, სადაც 1997 წლიდან მოყოლებული ქართულ-შვეიცარული სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელი წყალი" "ნაბეღლავისა" და "ბახმაროს" წყლებს ასხავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია