დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის შეხვდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/03 09:30:02
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, 3 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პერსპექტივებს.
3 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის რიგით მეორეა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია