დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მეწარმეს ახალი საწარმოს შესაქმნელად სესხის აღება წლიური ერთიდან სამ პროცენტამდე შეეძლება
ავტორი:
2014/მაისი/20 09:00:02
მეწარმეს ახალი საწარმოს შექმნისთვის სესხის აღება წლიური ერთიდან სამ პროცენტამდე შეეძლება, - ამის შესახებ გუშინ, "ექსპო ჯორჯიაში" პროექტ "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში სახელმწიფო დააფინანსებს სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტს. ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ მეწარმე ბანკიდან აიღებს სესხს, პირობითად, 13 პროცენტში, სახელმწიფო მას დაუფინანსებს 10 პროცენტს, დანარჩენ 3 პროცენტს კი ის თავად გადაიხდის.
რაც შეეხება უზრუნველყოფის ნაწილს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ყველა ბანკი, მით უმეტეს, დამწყები ბიზნესის შემთხვევაში, ითხოვს უზრუნველყოფას და ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან 30 პროცენტით მოხდება გარანტირება, ანუ ბანკი შეღავათიან განაკვეთს მოითხოვს უზრუნველყოფის ნაწილში.
რაც შეეხება უძრავი ქონების კუთხით მხარდაჭერას, მინისტრის განმარტებით, გამზადებულია დაახლოებით ასამდე უძრავი ქონება თბილისსა და რეგიონებში, რომელიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა იმ მეწარმეებს, რომლებიც ახალ საწარმოს შექმნიან როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
"საუბარია იმაზე, რომ ქალაქის პირობებში საბაზრო ღირებულების ექვსმაგი ოდენობით უნდა მოხდეს საინვესტიციო ვალდებულებების აღება, თბილისის გარეთ, რეგიონებში კი, საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია