დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი კორეის წყლის რესურსების კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/19 16:00:02
კორეის წყლის რესურსების კორპორაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორეის წყლის რესურსების კორპორაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
კორეის წყლის რესურსების კორპორაცია დაინტერესებულია ჰიდროენერგეტიკული პროექტით – "ნენსკრა ჰესი", რომელიც მდინარე ნენსკრაზე, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, სვანეთის რეგიონში უნდა განხორციელდეს.
კორპორაციის პრეზიდენტმა გეუნ ჩოიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 760 მილიონი აშშ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ Overseas Business Division-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰეიჯინ იანი, კორპორაციის ფინანსური დირექტორი ტექმან სეო, უფროსი მენეჯერი ბიანგი ქიმი, უფროსი მენეჯერი იანტაქ ჩოი, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია