დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებისა და რაიონების გამგებლობის კანდიდატურებს მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს
ავტორი:
2017/ნოემბერი/14 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kaladze_cabd8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462810-kakha-kaladze-meriis-saqalaqo-samsakhuris-ufrosebisa-da-raionebis-gamgeblobis-kandidaturebs-momdevno-dgheebis-ganmavlobashi-tsaradgens.html", "headline": "კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებისა და რაიონების გამგებლობის კანდიდატურებს მომდევნო დღ...", "datePublished": "2017-11-14 04:30:50", "dateModified": "2017-11-14 04:30:50", "description": "თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში პირველი სამუშაო დღის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kaladze_cabd8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში პირველი სამუშაო დღის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოხატული მხარდამჭერისთვის ამომრჩეველს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე, მერიიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც უფლებამოსილების განხორციელებას გუშინ, ოფიციალურად შეუდგა.

„დღეს უკვე ვიმყოფები თბილისის მერიაში. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. დღეს წარვადგინე მერის მოადგილეობის კანდიდატები - ადამიანები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში, მუშაობას ჩემთან ერთად განაგრძობენ. ქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ყოველთვის ვამბობდი, რომ ამისთვის ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და რაც მთავარია, პატიოსნებაა საჭირო“, - განაცხადა გუშინ კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებისა და თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატურებს წარადგენს, რომელიც კვირის ბოლოს დასამტკიცებლად, დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თქვენს თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. დღესაც, ვიცი, რომ ძალიან დიდია მოლოდინები და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რას და როგორ გავაკეთებთ. გაძლევთ პირობას, რომ ყველა განხორციელებული პროექტისას, გექნებათ სრული ინფორმაცია, როგორ ვაკეთებთ, რანაირად ვაკეთებთ ამ პროექტებს, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს სურვილი - ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ პირველი სამუშაო დღის დასასრულს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია