დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში მოსახლეობას მეგრულად მიესალმა
ავტორი:
2014/მაისი/18 17:30:02
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას მეგრულ ენაზე მიესალმა და მათ ილია ჭავჭავაძის შემდეგი სიტყვებით მიმართა _ სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე, დიდი საქართველო.
"თქვენ, მეგრელებმა იცით სამშობლოს ფასი, იცით ერთიანი საქართველოს ფასი, დამოუკიდებლობის ფასი და ამას ყოველ დროში ადასტურებდით. სამეგრელო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შესწირა სიცოცხლე მერაბ კოსტავამ. სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვაში იცხოვრა და ტრაგიკულად აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. სწორედ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია