დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
ავტორი:
2018/ივნისი/21 15:30:02
../photo/2015_02/0-1aOQT-2014/zalkaliani_f24d8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499690-davith-zalkaliani-okupirebuli-ckhinvalis-mier-sofel-tsnelisze-pretenziis-gackhadeba-yvelanairi-normis-darghvevaa.html", "headline": "დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის ...", "datePublished": "2018-06-21 11:19:04", "dateModified": "2018-06-21 11:19:04", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aOQT-2014/zalkaliani_f24d8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნას და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას ყველანაირი ნორმის დარღვევად აფასებს.

"ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ჩვენი დელეგაცია რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხს თანათავმჯდომარეებს აწვდის და ძალიან მკაფიოდ და მწვავედ განიხილავენ ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არც ერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომლის წევრის და დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი "სამხრეთ ოსეთის" საზღვრებში არ მოხვდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია