დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმაზე საუბარი, რომ ბაჩო ახალაია თავისუფლდება
ავტორი:
2014/მაისი/17 12:30:02
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმაზე საუბარი, რომ ბაჩო ახალაია თავისუფლდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ ახალაიას მეუღლის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც ახალაია შესაძლოა ივლისში გათავისუფლდეს.
"გარდა იმ საქმისა, რაზეც ახალაია სასჯელს იხდის, მას დამატებით ბრალდება აქვს წარდგენილი სხვა საქმეზე, რომლის წარმოება 14 მაისს დაიწყო. ეს ეხება წამების და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. მათ შორის რამდენიმე ეპიზოდია, ამ საქმეზე ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ერთ-ერთი ეპიზოდია ასევე ე.წ.ნავთლუღის საქმე. ამ ვითარებაში იმაზე საუბარი, რომ იგი შეიძლება გათავისუფლდეს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაჩო ახალაია შესაძლოა ივლისში გათავისუფლდეს.
"ბაჩო 9 ბრალდებაში გამართლდა და ეხლა ციხეში ყავთ გამოკეტილი არასაპატიმრო მუხლით (332-ე, I ნაწილი) სწორედ იმ საქმეზე (პატიმრებისთვის კარგი პირობების შექმნა) რომლის სასამართლო განხილვა 2 დღეა დაიწყო. 9 თვიანი ვადა ამ საქმეზე მთავრდება 26 ივლისს და გამართლების შემთხვევაში ბაჩო დატოვებს ციხეს, თუმცა ჩემი ვარაუდით, ამ სასამართლო პროცესის დამთავრება 26 ივლისამდე ვერ მოესწრება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ მარტო ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე დასაკითხი, ამ შემთხვევაში, თუ 26 ივლისამდე ვერ მოესწრება განაჩენის დაყენება, ბაჩო თავისუფლდება კანონის თანახმად, და ერთი ზედმეტი წუთითაც კი ვერ გააჩერებენ ციხეში, ხოლო სასამართლო გაგრძელდება და ბაჩო უკვე გარედან ივლის სასამართლოზე და არა ციხიდან. თუმცა ამ სასამართლოს ბოლო მაინც გამამართლებელი განაჩენი იქნება, ვინაიდან საქმე თავიდან ბოლომდე დაშლილია, ყველა მოწმე ამოუყირავდათ. მოკლედ, ყველა ვარიანტში ბაჩო 26 ივლისს ტოვებს ციხეს!", - აღნიშნულია ნადარეიშვილის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია