დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/25 21:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. სენატორი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ ე.წ ბორდერიზაცის პროცესით დაინტერესდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დელეგაციას კონგრესის შენობა დაათვალიერებინა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია