დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა პაპუაშვილი - ზოგიერთების გასაგონად ვამბობ, აგრესიულ ლაპარაკს თავი დაანებონ
ავტორი:
2014/მაისი/16 14:00:02
ზოგიერთების გასაგონად ვამბობ, ხელის ბრახუნსა და აგრესიულ ლაპარაკს თავი დაანაბონ, - ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბარში უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუკი ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ,,თეატრების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, უკეთესია პარლამენტში მივიდეს, საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს და ჭორაობას თავი დაანებოს.
დეპუტატი ასევე რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას თითოეულ თავის გამონათქვამზე პასუხის გაცემა მოუწევს.
,,ქეთი დოლიძის განცხადებას რაც შეეხება, მოვუწოდებ, ცოტა ანგარიში გაუწიოს რასაც ლაპარაკობს, რადგან ყველა თავის სიტყვაზე პასუხისმგებელი იქნება. ყველაფერი უარყოფითი რაც მოხდება, მათ შორის განცხადებებს ვინც გააკეთებს, სიტყვას და ერთ ნაბიჯს არ დავუთმობ. ჭორაობას თავი დაანებონ თუ რამე სათქმელი აქვთ მოვიდნენ, დასხდნენ აქ და დაგვლეპარაკონ. ვიღაცა შეიძლება თავის ძალაუფლებას ვერ უშვებს ხელიდან და ეს არ არის ხვალიდნელი თეატრისთვის მნიშვნელოვანი. თეატრისთვის აუცილებელია ნიჭიერება და თავისუფალი სივრცე. რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, მე ვერ ვიტყვი იქ ყველაფერი მშვიდადაა. იქაც ბევრი რაღაცაა გაუგებარი, თუმცა მე თბილისში აუცილებლად მექნება პრესკონფერენცია ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
პარლამენტი "თეატრების შესახებ" კანონში ცვლლებებს განიხილავს, რომელსაც ხელოვნების სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია