დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - ქართველები ანტიდისკრიმინაციული კანონით უნდა ამაყობდნენ
ავტორი:
2014/მაისი/16 11:30:02
ქართველები უნდა ამაყობდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. მისი თქმით, ეს კანონი კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციას.
"ძალიან დიდი მოვლენა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. დემოკრატიულ თემებზე სამუშაო ჯგუფთან ერთად სიონთან ვსეირნობდი. ქალბატონი მოვიდა, რომელიც ვიცანი და მითხრა: არაგიშავს, მაგრამ ნუ გვასწავლიო შენ. ცოტა დრო დამჭირდა იმის გასარკვევად თუ რა იგულისხმა. მე მგონი, მისი გზავნილი ნათელი იყო. არის აღქმა, რომ უცხოელები ცდილობენ თავზე მოახვიონ უცხო ღირებულებები ან ისეთი რამ, რაც ქართულ ტრადიციებში არ ჯდება. ყოველთვის მაკვირვებს ამის მოსმენა. საქართველო, რა თქმა უნდა, ტრადიციული, ტოლერანტული ქვეყანაა. იდეა, რომ უცხოელმა შესაძლოა ქართველს ასწავლოს რაიმე, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. რაც ვიხილეთ ამ კანონით, შედგა კარგი დებატები, სადაც ჩართული იყო ფართო ხედვა საზოგადოების. თავად კანონი, რომელიც კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციას, არის წარმატებული. მე მგონი, ქართველები უნდა ამაყობდნენ ამით", - აღნიშნა ნორლანდმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია