დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნურსულთან ნაზარბაევმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 10:30:04
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ყაზახური სააგენტო Tengrinews იუწყება.
გიორგი მარგველაშვილისთვის მისალოც წერილში ნურსულთან ნაზარბაევმა რწმენა გამოთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა უმაღლეს პოლიტიკურ პოსტზე საქართველოს მომავალ განვითარებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის ორმხრივი ნდობისა და პატივისცემის სულისკვეთებით", - ნათქვამია ნურსულთან ნაზარბაევის მისალოც წერილში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ჯანმრთელობა და მომავალი წარმატებები უსურვა საპასუხისმგებლო საქმეში, ქართველ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია