დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში რაც მეტი ხმები იქნება, მეტი ენთუზიაზმი მექნება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 14:00:03
თუ ხალხი იზარმაცებს, შეიძლება 51-55% მივიღოთ და ეს ჩემს იმედგაცრუებას გამოიწვევს, - ამის შესახებ პრემიერმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შანსებზე პრემიერმა გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის გიორგი თევდორაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში რაც მეტი იქნება ხმები, მეტი ექნება მას ენთუზიაზმი.
"მეტი მექნება ენთუზიაზმი იმის გამო, რომ მეტ ხალხს ესმის ჩემი და უფრო თავდადებული ვიქნები. პირველ ტურში გამარჯვების შემთხვევაში მე რაც ვთქვი იმას გავაკეთებ. მე მაქვს იმის პრეტენზია და ამბიციაც, რომ 65% მივიღოთ", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, კვლევებში დაახლოებით 20% ფიქრობს, დაახლოებით 10% ბურჯანაძეს უჭერს მხარს, 12-დან 15%-მდე ბაქრაძეს უჭერენ მხარს, ერთი-ორი პროცენტი აქვს თარგამაძეს, ნათელაშვილს. ჯამში 30% გამოდის. რჩება 70%. რომლებიც პოტენციურად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.
ამასთან, ივანიშვილმა მხარდამჭერებს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1245
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია