დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - ჩემო კოლეგებო, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპეტენცია ნუ გაღელვებთ
ავტორი:
2014/მაისი/14 15:30:02
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში მისვლას აზერბაიჯანში ვიზიტის გამო ვერ შეძლებს.
ამასთან, კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს მოუწოდებს, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპეტენციაზე არ იდარდონ.
"მინდა ჭიკაიძესთან დაკავშირებით გაცნობოთ, რომ ბატონი შს მინისტრი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ამიტომ, თქვენი სურვილები, რომ ის დღეს-ხვალ გამოცხადდეს პარლამენტში, ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი. შეიძლება ეს პასუხი თქვენ სულაც არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ ეს ფაქტია და უნდა გითხრათ. რაც შეეხება მის კომპეტენციაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ახლა მერაბიშვილისგან, რომელიც ხან ყურძენს და ხან შაბიამანს იბარებდა და ადეიშვილისგან, რომელიც გზებს და ასფალტებს აგებდა, ჩვენი შს მინისტრი ბუნებრივია, განსხვავდება და იმაზე, რაც მისი უფლებამოსილების სფერო არ არის, განცხადებებს არ აკეთებს. ასე, რომ ნუ გაღელვებთ მისი კომპეტენცია, ჩემო კოლეგებო", – განაცხადა კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია