დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას მიმართავს ჩვენი საზოგადოების დაკვეთით მიღებული კონსტიტუციის მიმართ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458318-anri-okhanashvili-qnacionaluri-modzraoba-kvlav-politikur-avantiuras-mimarthavs-chveni-sazogadoebis-dakvethith-mighebuli-konstituciis-mimarth.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას მიმართავს ჩვენი საზოგადოები...", "datePublished": "2017-10-18 16:24:05", "dateModified": "2017-10-18 16:24:05", "description": ""ნაციონალური მოძრაობა”, როგორც წარსულის პარტია და მისი სიძულვილის ენით მოსაუბრე წარმომადგენლები კვლა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ნაციონალური მოძრაობა”, როგორც წარსულის პარტია და მისი სიძულვილის ენით მოსაუბრე წარმომადგენლები კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას მიმართავენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით მიღებული კონსტიტუციის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მათ მიიღეს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ისეთი ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქვეყნის განვითარებისათვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.

„საზოგადოებისთვის წარსულის პარტიის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება უცხო არ არის! ეს მარგინალური მოძრაობაა. ახლა ცდილობს, რომ მისი სახე ლაიტმოტივად გაჰყვეს კონსტიტუციაზე ხელმოწერის საკითხს და პრეზიდენტს უკარნახონ მათი პარტიული სლოგანი, რომ ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ყველა ბინძური ხერხი მისაღებია, მათ შორის ქვეყნის საზიანოდ. საზოგადოებისათვის ბოლო დროს უცხო არ არის მათი მითითებები პრეზიდენტის მიმართ. სამწუხაროდ პრეზიდენტი ხშირად ასრულებს ამ მითითებებს, განსაკუთრებით ქვეყნის ძირითად კანონთან მიმართებით. მთავარია, რომ ჩვენ მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ისეთი ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქვეყნის განვითარებისათვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. ამიტომ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი გაითვალისწინებს ნაციონალური მოძრაობის ინსტრუქციას თუ არა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია